ქუთაისის აეროპორტი – როგორ მივიდეთ მარტივად და კომფორტულად

გაზიარება

თუ ხშირად მოგზაურობ და თავგადასავლები შენი მოწოდებაა, ქუთაისის აეროპორტი შენთვის არც თუ ისე უცნობი მისამართი უნდა იყოს. ქუთაისში ახლა ჩამოფრინდი თუ ახალ თავგადასავლებში თავით გადასაშვებად ემზადები? საიმედო ტაქსის სერვისს ხომ არ ეძებ? 

მაშინ სწორ ადგილას ხარ! Bolt-ით შეგიძლია კომფორტულად და უსაფრთხოდ იმგზავრო როცა გინდა, სადაც გინდა, მათ შორის ქუთაისის აეროპორტამდე ან პირიქით. ხარისხიანი, სანდო და სწრაფი აეროპორტის ტაქსი უამრავ დროს დაგიზოგავს, რომელიც მოგზაურობისას განსაკუთრებით ძვირად ფასობს. Bolt კი აეროპორტის ტაქსის საუკეთესო ალტერნატივაა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი

საქართველოში სამი საერთაშორისო აეროპორტი ფუნქციონირებს და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ერთ-ერთი მათგანია. მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტს ან, უფრო შინაურულად კოპიტნარსაც ეძახიან. 

ქუთაისიდან აეროპორტამდე მანძილი სულ რაღაც 14 კილომეტრია, თბილისიდან 200 კილომეტრი, ხოლო ბათუმიდან 106 კილომეტრი. აეროპორტის თვითმიზანია უზრუნველყოს ხელმისაწვდომი ფასები, რათა საქართველო უფრო მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილი გახდეს და ადგილობრივ მოსახლეობას მიეცეს საშუალება, იმოგზაურონ სხვადასხვა ქვეყანაში რაც შეიძლება ბიუჯეტურად. 

ხელსაყრელი ამინდის პირობებისა და განვითარებული ინფრასტრუქტურის წყალობით, ქუთაისის აეროპორტი სათადარიგო აეროდრომის ფუნქციასაც ასრულებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ შესაძლებელია რეისების განხორციელება ნებისმიერ ამინდსა და ხილვადობის პირობებში.

ბოლო
პოსტები

Scroll to Top